ქვემო ფონიჭალის ტრაგედიიდან, რომელსაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მესამე დღეს კიდევ ერთი აფეთქება მოხდა.
ამჯერად შემთხვევა ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე დაფიქსირდა.
ორივე შემთხვევაში, მიზეზი ბუნებრივი აირი და მისი გამოყენების უსაფრთხოებაა.
ქუთაისში დაშავებულია სახლის მფლობელი ქალი, რომელმაც ხელის არეში მიიღო დამწვრობა. დაზარალებული დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ და დაგროვებამ გამოიწვია. ქუთაისის მერის, დავით ერემეიშვილის თქმით, შემთხვევის დროს ქალი გაზის გამათბობლის ანთებას ცდილობდა.
შედეგად დაზიანდა კედელები და ჩამოიშალა აივანი. უსაფრთხოების მიზნით, შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. საუბარია 15 მდე ოჯახზე.
ბოლო ორმა ფაქტმა, კიდევ ერთხელ გაამწვავა კითხვები გაზის დანადგარების გამართულობის, უსაფრთხოების ნორმებისა და პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანობის შესახებ.
რამდენად დაცული არიან მოქალაქეები მსგავსი საფრთხისგან და რამდენად ხარისხიანია პრევენციული კონტროლი, საკითხზე სპეციალისტები მსჯელობენ.







