საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შესაბამისი კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება უახლოეს მომავალში იგეგმება. საკითხზე მმართველ გუნდს აქტიური კომუნიკაცია აქვს საქართველოს საპატრიარქოსთან.
კირცხალიას განმარტებით, გადაწყვეტილების საფუძველი სუროგაციასთან დაკავშირებული ეთიკური და სამართლებრივი რისკებია, მათ შორის ადამიანით ვაჭრობის, ქალების შესაძლო ექსპლუატაციისა და ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხები.
„კარგად გვესმის, რომ სუროგაციის აკრძალვას შესაძლოა გარკვეული ეკონომიკური გავლენა ჰქონდეს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეკონომიკური სარგებელი ვერ იქნება აღნიშნული რისკებისა და ეთიკური საკითხების საპირწონე“,- განაცხადა კირცხალიამ.
მისივე განმარტებით, აკრძალვა არ შეეხება ინ ვიტრო განაყოფიერებას და ეს პროცედურა კვლავ მკაცრი რეგულირების ქვეშ დარჩება







