ყვარელში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ,,შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით ღონისძიება- ,,მუსიკალური ზაფხული 2026“ გაიმართა.
კონცეტრში მონაწილეობდნენ ქართველი მსმენელისთვის ნაცნობი შემსრულებლები: პანჩო, ანი კეკუა, ტრიო ,,ბალადა”, ზაზა ნოზაძე,
კვარტეტი ,,სიონი”, ,,კახაბერი და ხანუმები”, ,,ქსოვრელები”.
ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი ილია მზექალაშვილი, მერის მოადგილე დავით ქანდაურიშვილი და ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრის დირექტორი მაია ზარდიაშვილი დაესწრნენ.














