Home ბლოგი სიღნაღში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტრის აღსადგენად ტენდერი გამოცხდდა

სიღნაღში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტრის აღსადგენად ტენდერი გამოცხდდა

მუნიციპალური განვითარების ფონდმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად ტენდერი გამოაცხადა.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია უხვი ნალექისა და დატბორვის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების მდგომარეობის შესწავლა, მათი აღდგენა და საჭიროების შემთხვევაში გამაგრება.

სრულად აღდგება და რეაბილიტირდება სოფლის დაზიანებული საგზაო ქსელი, მოეწყობა და რეაბილიტირდება სანიაღვრე სისტემები, რაც ზედაპირული და სანიაღვრე წყლების ეფექტურ გატარებას უზრუნველყოფს.

გათვალისწინებულია სოფლის სიახლოვეს არსებული მდინარეების კალაპოტების გაწმენდა-ფორმირება და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რაც მომავალში წყალდიდობისა და დატბორვის რისკების შემცირებას შეუწყობს ხელს.

პირველ ეტაპზე მომზადდება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და ჩატარდება საჭირო კვლევები, ხოლო შემდეგ ეტაპზე შესრულდება სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.

სოფელ ერისიმედში იმყოფებოდნენ ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი.

ისინი არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ და მოსახლეობას დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.