Home ბლოგი პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში სასმელი წყლის მიწოდების პრობლემაზე მოქალაქეები საუბრობენ

პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში სასმელი წყლის მიწოდების პრობლემაზე მოქალაქეები საუბრობენ

პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში სასმელი წყლის მიწოდების პრობლემაზე მოქალაქეები საუბრობენ.

მაკო ჩურჩხელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სოფელს წყალი უკვე ერთი თვეა არ მიეწოდება და მოსახლეობა პრობლემის მოგვარებას ელოდება.

„წყალი არ მოდის 1 თვეა უკვე. როდემდე უნდა გაგრძელდეს ესე, ნეტა ჩვენი საშველი იქნება რამე? ახმეტაც ესე ხართ?“ – წერს ჩურჩხელაშვილი.

მოსახლეობა შესაბამისი უწყებების რეაგირებას და საკითხის დროულ მოგვარებას ითხოვს.