Home ბლოგი კახეთში რთველი 2026 დაიწყო

კახეთში რთველი 2026 დაიწყო

კახეთში რთველი 2026 დაიწყო. ყურძნის კრეფა ამ ეტაპზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში მიმდინარეობს, რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში კი ეტაპობრივად დაიწყება.

წელს რეგიონში 320 ათასი ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან.

საკოორდინაციო შტაბში ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში მონაწილეობის მისაღებად 220 ღვინის კომპანიაა რეგისტრირებული.

შტაბის ინფორმაციით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს საკუთარი მოსავლის რეალიზაციის შესაძლებლობა ექნება და ყურძენი დაუბინავებელი არ დარჩება.

ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილ ფასებში ჩაიბარებს.