კახეთში ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩი და პირველი ლედი თამარა ვუჩიჩი იმყოფებოდნენ
ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, პლატონ კალმახელიძემ, თამარ ბაგრატიონსა და ორმხრივი დელეგაციების წევრებთან ერთად კახეთის რეგიონი მოინახულეს.
დელეგაცია ალავერდის წმინდა გიორგის საკათედრო ტაძარსა და სამონასტრო კომპლექსს ეწვია, სადაც სტუმრებს მეგზურობა ალავერდის ეპარქიის მიტროპოლიტმა გაუწია.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები “ბადაგონის“ ღვინის საწარმოშიც იმყოფებოდნენ, სადაც ქართული მეღვინეობის ტრადიციებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს გაეცნენ.
საწარმოში, როგორც მეგობრობის სიმბოლო, პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის სახელზე სიმბოლური ღვინის კასრი განთავსდა.
საქართველოს პრეზიდენტმა ვიზიტი შეაფასა, როგორც საქართველო-სერბეთის პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელოვანი ნაბიჯი.


















