კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, პლატონ კალმახელიძემ მოადგილეებსა და სამსახურების უფროსებს ახალი პირველი მოადგილე, გიორგი თუშიშვილი წარუდგინა.
თუშიშვილი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე დაინიშნა.
მას საჯარო და კერძო სექტორში, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.














