Home ბლოგი ირაკლი კობახიძეს კიდევ ერთი განცხადება

ირაკლი კობახიძეს კიდევ ერთი განცხადება

“ჩვენ ამომრჩეველს მივეცით დაპირება, რომ გავანეიტრალებდით უცხოურ აგენტურას ჩვენს ქვეყანაში და ამ დაპირებას რეალურად ვასრულებთ, უცხოური აგენტურა დღეს საქართველოში დასუსტებულია, თავად მიიყვანეს საკუთარი თავი ამ მდგომარეობამდე.

ჩვენ შეტანილი გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი კონკრეტული პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებული იყოს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარიზში ვიზიტისას.

კობახიძე საფრანგეთში კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტს ესწრება.

„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში ოთხი პოლიტიკური ძალის, “კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ფედერალისტებისა“ და „ლელო – ძლიერი საქართველოს“ აკრძალვას ითხოვს.