Home ბლოგი სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი წნორში მცხოვრებ მოქალაქეებს ყველაზე ხშირად გამოყენებული წყაროების დასახელებას...

სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი წნორში მცხოვრებ მოქალაქეებს ყველაზე ხშირად გამოყენებული წყაროების დასახელებას სთხოვს

სამოქალაქო აქტივისტი, ქეთი მოლაშვილი წნორში მცხოვრებ მოქალაქეებს ყველაზე ხშირად გამოყენებული წყაროების დასახელებას სთხოვს.

მისი განცხადებით, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან, წყაროს წყლის ლაბორატორიული შემოწმების საფასური გადაიხადონ.

„- მას შემდეგ, რაც წნორში სასმელი წყალი უვარგისი გახდა, ყველაზე ხშირად რომელი წყაროს წყლით სარგებლობთ? წნორში არსებულ წყაროს წყლებზეა საუბარი. კარგი ხალხი გვპირდება, ანალიზს გავაკეთებთო. 550 ლარი ჯდება ნიტრატებზე ერთი წყაროს ანალიზი და მზად არიან, გააკეთონ და გადაიხადონ თანხა. ამიტომ აუცილებელია, ის წყაროს წყლები შემოწმდეს, რომლითაც ყველაზე ხშირად სარგებლობენ წნორელები“,- წერს მოლაშვილი.

წნორში სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემა მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად, წყლის ცალკეულ ლოკაციებზე ნიტრატების შემცველობამ დასაშვებ ზღვარს გადააჭარბა და 54 დაფიქსირდა.

შეზღუდვა შეეხო არა მხოლოდ წნორს, არამედ სიღნაღს, სოფელ ბოდბესა და სოფელ საქობოს ნაწილსაც. მოსახლეობას წყლის სასმელად გამოყენება აეკრძალა, მისი გამოყენება მხოლოდ ტექნიკური დანიშნულებით არის შესაძლებელი.

პრობლემის გამოვლენიდან რამდენიმე კვირის შემდეგაც, ადგილობრივებს წყლის სასმელად გამოყენების აღდგენის კონკრეტული ვადები და კვლევების საბოლოო შედეგები არ აქვთ