ჩემი ცხოვრება დასრულდა, მაგრამ ყველას დაგასრულებთ – წერს თბილისში მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა, ეკა მხატვრიშვილი, სოციალურ ქსელში.
მხატვრიშვილი პედაგოგია და გლდანში, „ბრიტანულ აკადემიაში“ მუშაობს.
დავით ნარიმანიძე თბილისში, ლოტკინის დასახლებაში, გუშინ, 10 სექტემბერს მოკლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანიც 17 წლის არის და ის სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
დაკავებულია კონფლიქტში მონაწილე კიდევ რამდენიმე პირი, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.













