Home ბლოგი იტალიაში პულიის რეგიონის ქალაქ მინერვინო-მურჯეში 58 წლის ქართველი ემიგრანტი მეგი ცაბაძე გარდაიცვალა

იტალიაში პულიის რეგიონის ქალაქ მინერვინო-მურჯეში 58 წლის ქართველი ემიგრანტი მეგი ცაბაძე გარდაიცვალა

იტალიაში, პულიის რეგიონის ქალაქ მინერვინო-მურჯეში, 58 წლის ქართველი ემიგრანტი, მეგი ცაბაძე გარდაიცვალა.

ის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანის მკვიდრია.

ცაბაძე ბოლო წლების განმავლობაში იტალიაში ემიგრაციაში ცხოვრობდა. მანამდე კი წლების წინ, სოფლის ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა.

არსებული ინფორმაციით, ქალი ბოლო ორი წლის განმავლობაში მძიმე დაავადებას ებრძოდა.

მეგი ცაბაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმირებულია იტალიაში საქართველოს საელჩო და საკონსულო სამსახურები.

ცხედრის სამშობლოში დაბრუნება მომავალ კვირას იგეგმება.