მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ თელავში №8 საჯარო სკოლის შალაურის კორპუსის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას გეგმავს.
ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, შენობა რეაბილიტაციას ექვემდებარება.
ფონდი უკვე ამზადებს ტენდერისთვის საჭირო ტექნიკურ დოკუმენტაციას.
პროექტი სკოლის არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო სისტემების განახლებას, თანამედროვე სასწავლო სივრცეების მოწყობას, ეზოს კეთილმოწყობას, გარე განათების სისტემის დამონტაჟებასა და შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში, სპორტული მოედნის მოწყობასაც ითვალისწინებს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსწავლეები და პედაგოგები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, უსაფრთხო და ენერგოეფექტურ სასწავლო გარემოთი ისარგებლებენ.
სკოლაში არსებული მდგომარეობა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ქვარა ჩართოლანმა, განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.





















