გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, მოადგილე ვაჟა ბენაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილთან და დელეგატის ბიუროს უფროს ზაზა შოშიაშვილთან ერთად, სოფელ კარდენახში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
პროექტი ითვალისწინებს ორი შიდა საუბნო გზის 1 640 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ბეტონის საფარის დაგებას, ეზოებში შესასვლელებისა და სანიაღვრე არხის მოწყობას.
საგზაო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 472 140 ლარით ფინანსდება.







