გურჯაანის მუნიციპალიტეტში ატმის მოსვლის აღება დასასრულს უახლოვდება.
ატმისა და ვაშლატამას მოსავლის დაბინავებისა და რეალიზაციის პროცესში სრული დატვირთვით მუშაობენ სამაცივრე მეურნეობები, რომელთა უმრავლესობა სახელმწიფო საგრანტო პროგრამის თანადაფინანსებით შეიქმნა.
ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა, გასული წლების მსგავსად, „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ხორციელდება.
მოსავლის დაბინავების პროცესს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი მაჭავარიანი სოფელ ჩუმლაყში გაეცნო.














