დღის ამბებისაზოგადოება

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამუშაო თათბირი გაიმართა

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ხელმძღვანელობით, რეგიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან მორიგი, სამუშაო თათბირი გაიმართა.

თათბირზე დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:

ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა და შესრულების ვადები გეგმა-გრაფიკის გათვალისწინებით;

სოციალური მიმართულებით არსებული საკითხები;

დასუფთავების საკითხები;

4 ნოემბერს დაგეგმილი, კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის ჩართულობით ტრადიციად ქცეული, რეგიონული „ჭაჭის ფესტივალი-2023“-ის საორგანიზაციო საკითხები.

კახეთის სახელმწიფო რწუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები მონაწილეობდნენ.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close