ახმეტარეგიონი

ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, სოფელ მაღრაანში ფესტივალი  გაიმართა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრაანში სათემო ორგანიზაცია „ქალების ძალა მაღრაანისთვის“ ინიცირებით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით და ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივით, ფესტივალი ,,აღმოაჩინე მაღრაანი“ გაიმართა, რომლის მიზანი იყო თემში არსებული უნიკალური ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო: მაღრაანული ბიო ნაწარმი; რიტუალური პური – ბარაქის მტევანი; ღვინო – ქისი; მაღრაანის უძველესი გასტრონიმია; ფიჩხოვანში მოხარშული ოსური ლუდი; თაფლი, ჩაი, ჩურჩხელა, ყველი და სხვა. გაიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

ღონისძიებას ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური, საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ ქარუმაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close