დღის ამბებისამართალი

აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე დედას 3 ბიძას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

რუსთავის საქალაქო სასამართლომ, 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე დაკავებული, არასრულწლოვნის დედა და ბიძა დამნაშავედ ცნო.

ნატიკ მაგამაროვი და ეგანა მაგამაროვა საქმის ორივე ნაწილში იქნენ ცნობილი დამნაშავედ. ნატიკ მაგამაროვს 3 წლითა და 6 თვით, ეგანა მაგამაროვას კი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სასამართლო სხდომაზე, აითაჯ შახმაროვას დედამ განაცხადა, რომ უდანაშაულოა და საქმეში დაზარალებულია.

შეგახსენებთ, საგარეჯოს სოფელ ლამბალოში 14 წლის აითაჯ შახმაროვა 2023 წლის 6 ოქტომბერს მოკლეს. მოკლული არასრულწლოვანი წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლოდან იყო.

მკვლელობაში ბრალდებული კი ასიმ ასლანოვია, რომელმაც იქამდე აითაჯ შახმაროვა, იძულებითი ქორწინების მიზნით გაიტაცა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close