დღის ამბებიპოლიტიკა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “რუსულ კანონს” მეორე მოსმენით განიხილავენ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს “რუსულ კანონს” მეორე მოსმენით განიხილავენ.

როგორც ბიუროს სხდომაზე ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, პოლიტიკური განცხადებების და ცესკოს საკითხის შემდეგ სწორედ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის პროექტს განიხილავენ.

შეგახსენებთ, კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს მიანიჭებს ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ. თუმცა, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საგადასახადო მიზნებისთვის სახელმწიფო ნებისმიერი კომპანიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაციას ისედაც ხედავს, ხოლო ახალი რეესტრის შექმნა და ამ რეესტრისთვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად რეგისტრაცია ორგანიზაციებისა და მედიის სტიგმატიზებას ისახავს მიზნად.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close