ყვარელსა და თელავში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.
პროექტების ფარგლებში, ორივე მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო სტადიონები მოეწყობა.
მოედნები 300 მაყურებელზე იქნება გათვლილი და სრულად აღიჭურვება თანამედროვე განათების სისტემებით, ადმინისტრაციული და დამხმარე შენობებით, სპორტსმენებისთვის განკუთვნილი გასახდელებითა და სველი წერტილებით.
მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შონიამ და მისმა მოადგილემ, შოთა ანდრიაძემ მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს და სამუშაო პროცესს გაეცნენ.














