საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ასკილაურის მოსახლეობას ცენტრალური მაგისტრალიდან სასაფლაომდე მისასვლელი გზის მოასფალტებას 2028 წლისთვის პირდებიან.
ამის შესახებ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა სოციალურ ქსელში დაწერეს.
მათი ინფორმაციით, მერიაში მოქალაქეების ერთობლივი პეტიცია განიხილეს. რის შემდეგაც, მერმა ვახტანგ კაკუტაშვილმა ოფიციალურ წერილში განმარტა, რომ პროექტის შესყიდვა მომავალ წელს არის გათვალისწინებული, სარეაბილიტაციო სამუშაოები კი ორ წელიწადში დაიწყება.
მოსახლეობის ერთი ნაწილი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება. მათი შეფასებით, ხელისუფლებას პრობლემის მოგვარება აქამდეც შეეძლო.
პეტიციის ერთ-ერთ ინიციატორი ამბობს, რომ ასკილაური მაღალმთიანი დასახლებაა და დაფინანსება შესაძლებელია რეგიონული განვითარების ფონდიდანაც.
სოფელ ვერონას მაცხოვრებლების თქმით, გზის მოწესრიგების მოთხოვნით, საგარეჯოს მერიას 2019 წლიდან მიმართავენ, როგორც ინდივიდუალური, ისე კოლექტიური განცხადებებით, თუმცა, ამ დრომდე ძირითადად დაპირებებს იღებენ







