პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში, “ჩემი პირველი ნერგი“ პროექტის ფარგლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 567 პირველკლასელს საკუთარი ნერგი გადაეცა.
“- ეს ინიციატივა მხოლოდ ხის დარგვას არ გულისხმობს. ეს არის გარემოზე ზრუნვის, ბუნების სიყვარულისა და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გაღვივება ბავშვებში ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან.
განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 567 პირველკლასელი ამ კეთილშობილური ინიციატივის მონაწილე გახდა.
თითოეული ნერგი არის იმედის, სიცოცხლისა და მომავლის სიმბოლო”-თქვა მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა







