დღეს, 28 ნოემბერს, საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციების დაწყებიდან ორი წელი სრულდება.
ამ თარიღთან დაკავშირებით, თბილისში საპროტესტო მსვლელობები და აქცია გაიმართება. შეკრებაში მონაწილეობას თელავიდან ჩასული მოქალაქეებიც მიიღებენ.
2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებდა.
განცხადებას თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, რომლებიც უწყვეტ პროტესტში გადაიზარდა.
დღეს, 19:00 საათზე, დედაქალაქში სამი საპროტესტო მსვლელობა დაიწყება. მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, მეტრო „ავლაბართან“ და ორბელიანის მოედანზე შეიკრიბებიან, საიდანაც თავისუფლების მოედნისკენ გაემართებიან.
მონაწილეთა მოთხოვნებს შორის ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებაა







