Home ბლოგი ილია ისაევის მამა გამოძიების დეტალებზე საუბრობს

ილია ისაევის მამა გამოძიების დეტალებზე საუბრობს

ჩემი შვილი არც მკვლელია და არც ტერორისტი – ფონიჭალაში აფეთქების ადგილას მცხოვრები 31 წლის ილია ისაევის მამა გამოძიების დეტალებზე საუბრობს.

“ვიზიარებ მწუხარებას ყველასას. გული მტკივა ყველაფერზე. ჩემი შვილი არც მკვლელია და არც ტერორისტი. რაც შეეხება ინციდენტს – ბოლოს ილია ამ სახლში იყო,

სექტემბერში 10 დღის განმავლობაში.

გადაღებული ჰქონდა მრიცხველი, მანამდე უფროსი ბიჭიც იყო ზაფხულში. შარშან მარტის აქეთ ყოველთვე ვიყავით და გადახდებიც გვქონდა. არანაირი გამათბობელი არ მეყენა სახლში, მქონდა ცენტრალური გათბობა და გაზქურა. ცენტრალური გათბობის ჩართვას ჩემი ბიჭი არც ცდილობდა, გაზქურაზე საჭმელს აკეთებდა ხოლმე და ისეთი გაზქურა იყო, ცეცხლი თუ არ უკიდია, კეტავს გაზს.

მაქვს რაღაც კითხვები – გაზქურა ერთ კუთხეში იყო, აფეთქება მოხდა სხვა ოთახში, რანაირად? ეს მაინტერესებს. შს მინისტრი გამოვიდა და აწვებოდა იმას, რომ გამათბობელიო, მაგრამ არ გვქონია. გაზქურა ღია რომც დაეტოვებინა, გაზს კეტავს.

მით უფრო შემოწმებული გვქონდა, არ არსებობს, არანაირი დარღვევა არ გვქონდა. ცუდი ლაპარაკები მიდის, იგივე დაზარალებულია“,- ამბობს ტვ ფორმულასთან საუბრისას 31 წლის ილია ისაევის მამა, ემზარ ისაევი, რომლის სახლშიც 19 ნოემბერს ფონიჭალაში აფეთქება მოხდა.