Home ბლოგი ქვემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ორი არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია

ქვემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ორი არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია

ქვემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ორი არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

11 წლის ანდრია და 3 წლის თაია ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში რჩებიან და მკურნალობას განაგრძობენ.

ექიმების ინფორმაციით, ანდრია კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს. მას აღენიშნებოდა თავისა და გულმკერდის ტრავმები, ასევე ყურის დაზიანება, რის გამოც გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

რაც შეეხება თაიას, მისი მდგომარეობაც გაუმჯობესებულია. მცირეწლოვან გოგონასთან, რომელმაც აფეთქებისას მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი გადაიტანა, ფსიქოლოგებიც მუშაობენ.

კვლავ უკიდურესად მძიმეა 31 წლის ილია ისაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა.

ის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მართვით სუნთქვაზეა და ინტენსიურ მკურნალობას გადის. ექიმ გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა უცვლელია, თუმცა სტაბილურობის შენარჩუნებას ახერხებენ.

შეგახსენებთ, ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა. ტრაგედიას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა.

დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა