Home ბლოგი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ინგოროყვას კლინიკაში მივიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ინგოროყვას კლინიკაში მივიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ინგოროყვას კლინიკაში მივიდა, სადაც ქვემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვები არიან მოთავსებული.

კობახიძის განცხადებით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექიმები ზრუნავენ, მათთან ასევე მუშაობენ ფსიქოლოგები.

“- მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს. ამ ტრაგედიამ შეძრა მთელი ქვეყანა. მოვინახულეთ ბავშვები, რომლებიც კლინიკაში გადიან მკურნალობას. გვიხარია, რომ მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მადლობას ვუხდი ექიმებს, ყველას, ვინც ჩართული იყო საძიებო სამუშაოებში. მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, მინისტრს, მეხანძრე-მაშველებს, მერიის სამსახურებს. მათ მაქსიმუმი გააკეთეს”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.