Home ბლოგი 13-15 წლის ბიჭებმა საგარეჯოს ერთ-ერთი სკვერი დააზიანეს რის შესახებაც მოქალაქემ სოციალურ ქსელში...

13-15 წლის ბიჭებმა საგარეჯოს ერთ-ერთი სკვერი დააზიანეს რის შესახებაც მოქალაქემ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა

25-26 ოქტომბრის საღამოს სადღაც 13-15წლის ბიჭები იყვნენ ამ სასრიალოზე და დალეწეს გააუბედურეს ყველაფერი. (დილას დამხვდა ასე)

სახიფათოა ბავშვის მანდ ასვლა გაითვალოსწინეთ.

გთხოვთ ვინმემ მიაქციოს ყურადღება ამ ვანდალიზმის ფაქტებს, გამოავლინეთ ეს არასრულწლოვნები და დასაჯეთ სათანადოდ.დაუსჯელობის სინდრომი აქვთ და ყველაფერს ლეწავენ. იციან პასუხს არავინ მოსთხოვთ. მშვენიერი ლამაზი პარკი გააპარტახეს და დაშალეს, შეჭამეს. საკმაოდ ბევრი კამერები დგას ალბათ არ მუშაობს ასეთ რაღაცეებს რომ ბედავენ. შესაბამის ორგანიზაციას და ორგანოებს გთხოვთ დაინტერესდეთ აღნიშნული ფაქტით