დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის სამმართველოს წარმომადგენლები, ყვარლის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმძღვანელს, ბაღების მენეჯერებსა და მედდებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ნოროვირუსისა და სხვა გასტროენტერიტების შესახებ ახალი რეკომენდაციები განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა სეზონურ რესპირატორულ ინფექციებზე, მათი სიმპტომების დროულ გამოვლენასა და გავრცელების რისკების შემცირებაზე.
მონაწილეებმა ისაუბრეს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობაზე, ბავშვთა გეგმიური იმუნიზაციის დროულად ჩატარებასა და პირადი ჰიგიენის წესების დაცვაზე.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს მოსახლეობის ინფორმირების საკითხიც. მათ შორის, სკრინინგის პროგრამებისა და დაავადებების ადრეული გამოვლენის შესაძლებლობების შესახებ














