Home ბლოგი საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის შედეგად გამოვლენილი დარღვევების რაოდენობა წინა წლებთან...

საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის შედეგად გამოვლენილი დარღვევების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით შემცირდა

2026 წლის ცხრა თვის მონაცემებით, საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის შედეგად გამოვლენილი დარღვევების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით შემცირდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, სერტიფიცირებისთვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელების ნიმუშების ლოტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, 45 კომპანიაში 251 საინსპექციო კონტროლი განხორციელდა.

საინსპექციო კონტროლის ფარგლებში აღებული 634 ნიმუშიდან დარღვევა 4 კომპანიის 9 ნიმუშში გამოვლინდა.

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების „Bureau Veritas“ და „SGS“ მიერ 70 კომპანიის პროდუქციის ინსპექტირება განხორციელდა.

აღებული 323 ნიმუშიდან დარღვევა 9 კომპანიის 16 ნიმუშში გამოვლინდა.