Home ბლოგი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რთველის მიმდინარეობის პროცესს გურჯაანში გაეცნო

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რთველის მიმდინარეობის პროცესს გურჯაანში გაეცნო

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე რთველის მიმდინარეობის პროცესს გურჯაანში გაეცნო.

მთავრობის მეთაური საკოორდინაციო შტაბში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, დავით სონღულაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

არსებული ვითარების შესახებ კი მათ დეტალური ინფორმაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელისგან მოისმინეს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მეღვინეობა-მევენახეობა ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა და დარგის მხარდაჭერა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

ოფიციალური მონაცემებით, 7 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში უკვე გადამუშავებულია 196 384 ტონა ყურძენი.

მათ შორის 97 ათასი ტონა საფერავია, 86,2 ათას ტონამდე რქაწითელი, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.