Home ბლოგი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა წინანდალში გამართულ დიპლომატიურ რთველში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა წინანდალში გამართულ დიპლომატიურ რთველში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, წინანდალში გამართულ დიპლომატიურ რთველში მიიღო მონაწილეობა.

დიპლომატიური რთველი ქართული მევენახეობა-მეღვინეობის კულტურისა და ტრადიციების უცხოელი სტუმრებისთვის გაცნობას ემსახურება.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს შესაძლებლობა აქვთ, უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა რთველის პროცესში და გაეცნონ ქართული ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს.

“- დიპლომატიური რთველი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც საქართველოს ღვინის კულტურისა და 8000-წლიანი ისტორიის საერთაშორისო აუდიტორიისთვის გაცნობას ემსახურება.

საქართველოსა და ღვინოს 8000-წლიანი ისტორია აკავშირებს და მნიშვნელოვანია, ეს ტრადიცია კიდევ უფრო გაძლიერდეს. ასეთი ღონისძიებები უცხოელ სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს, თავად ნახონ რთველის პროცესი, გაეცნონ ქართულ ტრადიციებს და კიდევ უფრო ახლოს გაიცნონ ჩვენი ქვეყნის ღვინის კულტურა.

სწორედ ასეთი ტრადიციითა და საერთაშორისო ჩართულობით შეგვიძლია, კიდევ ერთხელ ვუთხრათ მთელ მსოფლიოს – საქართველო ღვინის სამშობლოა! ეს ისტორია და ტრადიციები მომავალ თაობებსაც უნდა შევუნარჩუნოთ“, – განაცხადა სონღულაშვილმა