Home ბლოგი სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის...

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველი ვიდეოკადრები გაასაჯაროვა

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველი ვიდეოკადრები გაასაჯაროვა.

ვიდეო მასალა უხმოა – დავითაძის განცხადებით, სწორედ ამ დროს ის გააუპატიურეს, რასაც უწყება კატეგორიულად უარყოფს.

პენიტენციური სამსახურის განმარტებით, გადაყვანისას მსჯავრდებული დათვალიერებას ექვემდებარება. მან შემოწმებაზე უარი თქვა და თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„- კადრებშიც ჩანს, რომ მხოლოდ ამის შემდეგ, მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიზნით, დაწესებულების თანამშრომლებმა იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდებულს, რაც განხორციელდა სხეულზე ელექტროდეტექტორის გამოყენებით“, – აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, ვიდეომასალა უკვე შეისწავლეს საგამოძიებო ორგანოებმა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა, თუმცა ძალადობის, ან დანაშაულის ნიშნები არ გამოვლინდა.