Home ბლოგი სუსუს ყოფილი უფროსი ციხეში 13 წელს გაატარებს

სუსუს ყოფილი უფროსი ციხეში 13 წელს გაატარებს

სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტებზე, სასამართლომ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა-

საქართველოს პროკურატურა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ლილუაშვილი დამნაშავედ ცნო.

გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა ბრალდების პირველი ეპიზოდი – ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ თბილისში მოწყობილი თაღლითური ქოლ-ცენტრის, თანამდებობრივი ავტორიტეტის და ძალაუფლების გამოყენებით მფარველობისათვის, 2021-2022 წლებში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით აიღო 1 365 000 აშშ დოლარი.

ბრალდების მეორე ეპიზოდი – 2022 წელს მან ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასა და განვითარების ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმების მსურველ ინვესტორს, ლობირებისა და სასურველი შედეგის მისაღწევად, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, ქრთამის სახით გამოართვა 1 000 000 აშშ დოლარი.

ბრალდების მესამე ეპიზოდი – 2022 წლის თებერვალში, ისევ მიქაუტაძის მეშვეობით,

კომპანია ,,ექსპრესსერვისი 2008-ის’’ დირექტორს და დამფუძნებელს გაზიფიკაციის ტენდერებში ლობირების და გამარჯვების სანაცვლოდ, მოსთხოვა და გამოართვა 1 500 000 ლარი.

ბრალდების მეოთხე ეპიზოდი – ის თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახაბერ გვანცელაძეს.

რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებისათვის მეწარმე სუბიექტებისგან, სააგენტოს თანამშრომლების მეშვეობით, ქრთამის სახით, ე.წ. ,,ატკატებს’’ იღებდა. 2018 -2023 წლებში ქრთამის სახით აღებულმა თანხა 5 325 943 ლარია – ნათქვამია პრომურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.