Home ბლოგი საპატრიარქოს განცხადება მამა გაბრიელის შესახებ

საპატრიარქოს განცხადება მამა გაბრიელის შესახებ

რუსეთის შეიარაღებულ ძალებში „მამა გაბრიელ ურგებაძის სახელობის ქვედანაყოფის“ ჩამოყალიბების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ეხმაურება.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის კატეგორიულად მიუღებელია ღირსი მამის, არქიმანდრიტ გაბრიელის სახელის სამხედრო დანაყოფისთვის გამოყენება.

„უპირველესად აღვნიშნავთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ორივე მხრიდან იღუპება მართლმადიდებელი მოსახლეობა, რასაც დიდი გულისტკივილით ვადევნებთ თვალს. ჩვენ ვლოცულობთ და შევთხოვთ წმინდანებს, მათი მეოხებით უფალმა მშვიდობა მიმადლოს უკრაინას, რუსეთსა და მთელ მსოფლიოს“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ეკლესიისთვის მოულოდნელი და გაუგებარი აღმოჩნდა წმინდა გაბრიელის სახელის ამგვარი გამოყენება, რადგან მისი ცხოვრება უფლის რწმენას, ადამიანთა შორის სიყვარულსა და კაცთმოყვარეობის ქადაგებას მიეძღვნა.

ჯაღმაიძე აცხადებს, რომ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ წმინდა გაბრიელის სახელის გამოყენებას რუსეთის ეკლესიის გარკვეული სასულიერო პირები მხარს უჭერენ.

„აღნიშნული ქმედება აღიქმება, როგორც მიკერძოებული სპეკულაცია ეკლესიის სახელით“, – ამბობს დეკანოზი.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ემიჯნება ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელის სამხედრო მოქმედებების გამართლებისა თუ მხარდაჭერის მიზნით გამოყენებას