Home ბლოგი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკის ღია საჭიდაო არენაზე ქართულ ჭიდაობაში ტრადიციული ტურნირი გაიმართა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკის ღია საჭიდაო არენაზე ქართულ ჭიდაობაში ტრადიციული ტურნირი გაიმართა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკის ღია საჭიდაო არენაზე, ქართულ ჭიდაობაში ტრადიციული ტურნირი გაიმართა.

ასპარეზობა ჩატარდა 4 წონით კატეგორიაში. სპორტულ შეჯიბრში გამოვლენილი გამარჯვებულები და პრიზიორები, შესაბამისი ხარისხის მედლებით, სიგელებითა და საპრიზო თანხით დაჯილდოვდნენ.

ტურნირის ფალავნის ტიტული და ტრადიციული, მთავარი პრიზი “ჭედილა” ქუთაისელმა საბა ინანეიშვილმა მოიპოვა.

ძირკოკის ტრადიციული ტურნირი ქართულ ჭიდაობაში ა(ა)იპ “გურჯაანის სპორტული გაერთიანების” ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, პლატონ კალმახელიძე და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი მაჭავარიანი ადგილობრივ მოსახლეობასა და ქართული ჭიდაობის ქომაგებთან ერთად ესწრებოდნენ.