კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, პლატონ კალმახელიძემ მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე რეგიონის მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა და პროექტების გეგმა – გრაფიკის შესაბამისად განხორციელების ვადები განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით არსებულ საკითხებზე, ასევე, საუბარი შეეხო აქტიური ტურისტული სეზონის მიმდინარეობასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებებს.
შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.














