კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდა.
პლატონ კალმახელიძემ რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი – ბიჭიკო მაისურაძე წარადგინა.
შეხვედრაზე იმსჯელეს მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაგეგმილ ვადებში და ხარისხიანად შესრულების აუცილებლობაზე.
საუბარი შეეხო სოციალურ – ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით არსებულ საკითხებსაც.














