გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი მაჭავარიანი, პირველ მოადგილესთან ერთად, სოფელ ველისციხეში, XVII ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა.
პროექტის ფარგლებში, იგება ასფალტის ახალი საფარი. ასევე, მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის მოწყობა და ეზოების შესასვლელების მოწესრიგება.
პროექტისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, 685 000 ლარია გამოყოფილი.














