ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევას 18 წლის ლაშა კირვალიძე ემსხვერპლა
ახალგაზრდა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის მკვიდრი იყო.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილს, რომლითაც კირვალიძე სხვა პირებთან ერთად ყვარლიდან სოფელში ბრუნდებოდა, მისი მეგობრის დედა მართავდა.
თვითმხილველების თქმით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. ლაშა კირვალიძე ადგილზე დაიღუპა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია





















