Home ბლოგი სოფელ შარიანში სიჩქარის შეზღუდვის ბარიერის მოწყობას ითხოვენ

სოფელ შარიანში სიჩქარის შეზღუდვის ბარიერის მოწყობას ითხოვენ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში ადგილობრივები შესაბამის უწყებებს სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მოწყობის მოთხოვნით მიმართავენ.

მათი განცხადებით, სოფელში სკვერის გახსნის შემდეგ, აღნიშნულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად ბევრი ბავშვი და ადგილობრივი გადაადგილდება, თუმცა ავტომობილები კვლავ მაღალი სიჩქარით მოძრაობენ, რაც, მათი შეფასებით, საფრთხეს ქმნის.

„გთხოვთ, მიიღოთ შესაბამისი ზომები და მთელ მონაკვეთზე მოაწყოთ სიჩქარის შემზღუდავი ბორცვები, ვიდრე უბედური შემთხვევა მოხდება და გამოუსწორებელ შედეგამდე მივალთ“, – აღნიშნულია ადგილობრივების მიერ გამოქვეყნებულ მიმართვაში.