გაერთიანებული ერების განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (UNSDCF 2026–2030) ფარგლებში, ადგილობრივი საჭიროებებისა და პრიორიტეტების განხილვის მიზნით, კახეთის რეგიონში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზურაბ იაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, პლატონ კალმახელიძე და საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი, დიდიე ტღებიუკი.
შეხვედრის მთავარი მიზანი მუნიციპალურ დონეზე არსებული გამოწვევების, განვითარების მიმართულებებისა და მოსახლეობის საჭიროებების იდენტიფიცირება იყო, რომ მომზადდეს ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის ჩარჩო.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკური განვითარების, განათლების, სოციალური დაცვის, გარემოს დაცვისა და მუნიციპალური სერვისების მიმართულებებს. ასევე ხაზი გაესვა დეცენტრალიზაციის პროცესის გაგრძელების მნიშვნელობას.
შეხვედრას კახეთის მუნიციპალიტეტების მერები და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





















