Home ბლოგი თელავსა და ახმეტაში ახალ საფეხბურთო ტექნიკურ ცენტრებსა და ხელოვნურსაფარიან სტადიონები შენდება

თელავსა და ახმეტაში ახალ საფეხბურთო ტექნიკურ ცენტრებსა და ხელოვნურსაფარიან სტადიონები შენდება

მუნიციპალური განვითარების ფონდი კახეთის რეგიონში, თელავსა და ახმეტაში ახალ საფეხბურთო ტექნიკურ ცენტრებსა და ხელოვნურსაფარიან სტადიონებს აშენებს.

სამუშაოები ადგილზე ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შონიამ და სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის მხარეში, პლატონ კალმახელიძემ დაათვალიერეს.

პროექტები 300-ადგილიან ტრიბუნებს, თანამედროვე მოედნებს, გასახდელებსა და სხვა აუცილებელ ინფრასტრუქტურას მოიცავს.

სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქ წნორსა და ყვარელშიც.