თელავში 71 წლის მამაკაცი დაიკარგა – მას ოჯახი და პოლიცია ეძებს
ზაურ ჯავახიშვილი სახლიდან 4 ივნისს გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.
მისი მეუღლე, ნინო ჯავახიშვილი, გამოცემასთან „მთავარი ამბები კახეთიდან“ აცხადებს, რომ მამაკაცმა გაუჩინარების დღეს საკუთართან ერთად, დის პენსია აიღო და სახლში აღარ დაბრუნებულა.
მისთვის უცნობია, ვინ ნახა იგი ბოლოს, ან რა მიმართულებით წავიდა.
დაკარგულს ოჯახის წევრები და ნათესავები ამ დრომდე საკუთარი ძალებით ეძებენ.
პარალელურად, მათ დახმარებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს.
სამართალდამცველები სამძებრო ღონისძიებებს 3 დღის განმავლობაში აწარმოებდნენ.
ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია ზაურ ჯავახიშვილის ადგილსამყოფელის შესახებ, შეუძლია დაუკავშირდეს მის მეუღლეს-
571 202 298





















