Home ბლოგი თელავში ფორუმი – “ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება საქართველოს გულისთვის-თელავი“ გაიმართა

თელავში ფორუმი – “ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება საქართველოს გულისთვის-თელავი“ გაიმართა

თელავში, ფორუმი – “ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება საქართველოს გულისთვის-თელავი“ გაიმართა

ღონისძიება პლატფორმა “საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეასა” და პარტია “თავისუფლების მოედანის” თანაორგანიზებით ჩატარდა.

ფორუმზე მოქალაქეებმა, საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლებმა და პოლიტიკურმა აქტორებმა კახეთის რეგიონისა და ქვეყნის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონებში არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის სოფლების დაცლაზე, ეკონომიკურ სტაგნაციაზე, ინფრასტრუქტურულ პრობლემებსა და სოციალურ საკითხებზე.

„თავისუფლების მოედნის“ თავმჯდომარის, ლევან ცუცქირიძე განცხადებით, კამპანიის მიზანია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ხედვების მოსმენა და მათი პოლიტიკურ პროგრამებად გარდაქმნა.

„-გუშინ ქვემო მაჩხაანში ვიყავით. 1894 წელს ამ სოფელმა საკუთარი ბანკი დაარსა, თბილისში ფილიალით. სოფლის მაცხოვრებლებმა შეაგროვეს ფული და სოფლის თეატრი ააშენეს. ახლა კი მაჩხაანში ბევრი ლამაზი სახლი მიტოვებულია“, – აღნიშნა ცუცქირიძემ.

ფორუმზე სიტყვით გამოვიდა სოციოლოგი და „ცოდნის კაფის“ თანადამფუძნებელი ქეთი მოლაშვილი.

„-მე მინდა, 15 წლის შემდეგ ქიზიყელი პაპა-ბებიები ვენეციაში მოგზაურობდნენ, ისევე როგორც იტალიელები ჩამოდიან ჩვენთან, წნორში. მჯერა, რომ ამის მიღწევა შესაძლებელია, თუ ამას თავად ხალხი მოინდომებს“, – განაცხადა მოლაშვილმა.

ღონისძიების მოდერატორი იყო დავით კიზირია. ფორუმის სპიკერები იყვნენ ასევე ზურაბ ჭარბაძე, ნუცა ალექსი-მესხიშვილი, გიორგი გოცირიძე და არჩილ მჭედლიშვილი.