Home ბლოგი თუშეთში დაცული ლანდშაფტის წარმომადგენლები სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ

თუშეთში დაცული ლანდშაფტის წარმომადგენლები სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ

გარემოს დაცვის მსოფლიო დღის ფარგლებში, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები კასრისწყალის საჯარო სკოლას ესტუმრნენ

შეხვედრის ფარგლებში, მოსწავლეებს წარუდგინეს პრეზენტაცია თუშეთის დაცული ლანდშაფტის შესახებ, სადაც საუბარი შეეხო ადმინისტრაციის საქმიანობას, დაცული ლანდშაფტის მნიშვნელობასა და იმ ღონისძიებებს, რომლებიც თუშეთის უნიკალური ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას ემსახურება.

მოსწავლეები გაეცნენ დაცული ლანდშაფტის ძირითად ღირებულებებს, მის როლს ბიომრავალფეროვნების დაცვასა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში, ასევე გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობას ყოველდღიურ ცხოვრებაში.

შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცათ ადმინისტრაციის მიერ მომზადებული ბეჭდური საინფორმაციო მასალები