ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეები, მასწავლებლებთან ერთად, კოლეჯში „აისი“ ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.
კოლეჯის პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერმა, თამარ გეთიაშვილმა, სტუმრებს გააცნო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც კოლეჯში ისწავლება. მიაწოდა ინფორმაცია რეგისტრაციის ვადების, ტესტირებისა და ჩარიცხვის პროცედურების შესახებ.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს პროფესიული სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა: სახელოსნოები, თეორიული სწავლების კლას-კაბინეტები, სტუდენტთა პანსიონი.
ექსკურსიები პროფესიულ კოლეჯებში ხელს უწყობს სკოლის მოსწავლეთა ინფორმირებას პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და შესაძლებლობებზე, რაც მათ დაეხმარება შემდგომ პროფესიის არჩევაში.





















