გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში, კოლაგსა და ვეჯინში, ჭარბი ნალექის შედეგად დატბორილი, შიდა საუბნო და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდა მიმდინარეობს.
გზების გაწმენდის სამუშაოებს ა(ა)იპ გურჯაანის სატრანსპორტო სამსახური სპეციალური ტექნიკით ახორციელებს.





















