ლაგოდეხში „ეკომეგობრული კახეთი 2026“-ის შემაჯამებელი ფესტივალი გაიმართა.
ქალაქის პარკში მთელი დღის განმავლობაში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ სხვადასხვა ტექნოლოგიურ სივრცეს, ეკო აქტივობებს, მათ შორის ეკო მეწარმეების კუთხეებსა და თემატურ გამოფენებს. დღის ბოლოს კი სკოლებისა და სკოლის მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
პროექტი ხორციელდებოდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის, ასევე რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის ჩართულობით.
ღონისძიების მიზანი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, სპეციფიკური ნარჩენების სწორად მართვის კულტურის დანერგვა-გავრცელება და ნარჩენების შეგროვება იყო





















