Home ბლოგი თელავში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ კახეთის რეგიონული წარმომადგენლობის პრეზენტაცია გაიმართა

თელავში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ კახეთის რეგიონული წარმომადგენლობის პრეზენტაცია გაიმართა

თელავში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ კახეთის რეგიონული წარმომადგენლობის პრეზენტაცია გაიმართა

შეხვედრაზე პარტიის ლიდერებმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ნეიტრალიტეტის მნიშვნელობასა და რეგიონების განვითარების საკითხებზე ისაუბრეს.

მათი განცხადებით, მშვიდობა, სტაბილურობა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყნის განვითარების წინაპირობაა.

პარტიის ლიდერის, ვატო შაქარიშვილის განცხადებით, კახეთს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პოტენციალი აქვს, რომელიც სრულად ათვისებული არ არის.

„- დღეს, სამწუხაროდ, კახეთის ეკონომიკური პოტენციალის მხოლოდ მეხუთედია გამოყენებული. თუ ქვეყანაში იქნება გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, თუ გვექნება სწორი აგრარული პოლიტიკა და თუ ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას ევროკავშირის დირექტივებზე არ ავაწყობთ, შესაძლებელი გახდება კახეთის პოტენციალის სრულად ათვისება“, – განაცხადა შაქარიშვილმა.

შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ მთავარ გზად ნეიტრალიტეტს განიხილავს და მიიჩნევს, რომ ეს ხელს შეუწყობს სტაბილურობის, მშვიდობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებას.

პარტიის ინფორმაციით, რეგიონი მათთვის პრიორიტეტია და კახეთის რეგიონული წარმომადგენლობა ორგანიზაციის რიგით მეექვსე რეგიონული ოფისია.