Home ბლოგი შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო ფუნქციონირებას...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო ფუნქციონირებას შეუდგა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო ფუნქციონირებას შეუდგა

უწყების ცნობით, მისი ძირითადი ფუნქცია იქნება ადამიანის ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი საჯარო განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა, იმ შემთხვევაში, თუ ისინი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავს.

სამმართველო უზრუნველყოფს სავარაუდო სამართალდამრღვევი პირის გამოვლენას, ვინაობის დადგენას, ადმინისტრაციული წარმოების მასალების მომზადებას, სამართალდარღვევის ოქმის შედგენასა და მასალების სასამართლოში გადაგზავნას.

საწყის ეტაპზე პოზიციაზე 10 თანამშრომელი იმუშავებს.

„სამმართველოს თანამშრომლები საქმიანობას იმ საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში განახორციელებენ, რაც უკვე მოქმედებს ქვეყანაში“, – აცხადებენ სამინისტროში.

ფაქტს საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა. სოციალურ ქსელებში მას „სქროლვა-სქრინვის დეპარტამენტიც“ უწოდეს.